Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Post Type Selectors

სპირულინა (ჰავაი)

1000 mg — 180 აბი

👉 ფასი 105 ლარი

ბრენდი - ამერიკული კომპანია  PURE

სპირულინა (ჰავაი)


ჰავაის სპირულინა — ბუნებრივი მიკროალგა მაღალი კვებითი ღირებულებით

PURE HAWAIIAN SPIRULINA


მწარმოებელი: Nutrex Hawaii (ა.შ.შ)


ჰავაის კონას რეგიონში წარმოებული სპირულინა გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი გარემოთი — სუფთა წყლის რესურსებით, ძლიერი მზის სხივებითა და მინერალებით მდიდარი გარემოთი.


შემადგენლობა :


სპირულინა წარმოადგენს საკვები ნივთიერებებით მდიდარ მიკროალგას და შეიცავს:

• მცენარეულ ცილას და ამინომჟავებს

• რკინასა და სხვა მინერალებს

• ქლოროფილს

• ფიკოციანინს — ლურჯ პიგმენტს, რომელიც ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით

რისთვის გამოიყენება?

სპირულინა შეიძლება იყოს ყოველდღიური რაციონის დამატებითი წყარო მათთვის, ვინც:

✓ ეძებს მცენარეული ცილის დამატებით წყაროს

✓ სურს რაციონის გამდიდრება მიკროალგითა და ბუნებრივი მიკროელემენტებით

✓ აფასებს ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს

✓ მისდევს აქტიურ და დაბალანსებულ ცხოვრების წესს

მიღების წესი

მიიღეთ დღეში 3 აბი, საკვებთან ერთად ან მის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას.

გაფრთხილება

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ქრონიკული დაავადებების ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში გამოყენება შეწყვიტეთ

©︎ ამერიკული მწვანე აფთიაქი