
ყურძნის წიპწის ექსტრაქტი
100 mg — 100 კაფსულა
👉 ფასი 75 ლარი
ბრენდი - ამერიკული კომპანია NOW FOODS
მძლავრი ანტიოქსიდანტი- ვენების და კანის დაცვისთვის
აღწერა:
NOW-ის ყურძნის წიპწის ექსტრაქტი შეიცავს ბუნებრივ ბიოფლავონოიდებსა და ოლიგომერულ პროანთოციანიდინებს (OPC-ებს), რომლებიც ცნობილია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც დაკავშირებულია დაბერების პროცესის შენელებასთან და კანის ელასტიურობის შენარჩუნებასთან.
ყურძნის წიპწის ექსტრაქტი — ძირითადი მოქმედებები:
ხელს უწყობს სისხლძარღვების (ვენებისა და კაპილარების) გაძლიერებას, განსაკუთრებით კი ქალებში, ვისაც აქვს ვარიკოზი ან კუპეროზი;
აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანის, არამედ სახსრების, მყესებისა და ხრტილების ჯანმრთელობისთვის;
მონაწილეობს ლიმფოდრენაჟის გაძლიერებაში, რაც ეხმარება შეშუპებისა და ცელულიტის შემცირებაში;
ამცირებს ორგანიზმში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL, ე.წ. ცუდი ქოლესტერინის) დაჟანგვას, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას;
ფლობს ანტიოქსიდანტურ და პოტენციურად ანტიკანცეროგენულ თვისებებს – განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და შინაგან ორგანოებზე.
შემადგენლობა 1 კაფსულაში:
ვიტამინი C – 320 მგ
კალციუმი – 36 მგ
ყურძნის წიპწის ექსტრაქტი – 100 მგ (მინიმუმ 90% პოლიფენოლები, მათ შორის ოლიგომერული პროანთოციანიდინები)
ვეგეტარიანული ფორმულა – არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს
მიღების წესი
1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე პირებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ (სისხლის გამათხელებელ) საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადებები, გადაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში, პროდუქტის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.