კუნელი
NOW® Hawthorn Extract 600 mg Extra Strength
კუნელის ფოთლისა და ყვავილის სტანდარტიზებული ექსტრაქტი — 600 მგ.
დანიშნულება:
კუნელის ფოთოლი და ყვავილი წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდასაჭერად გამოყენებულ მნიშვნელოვან მცენარეულ ნედლეულს. ისინი შეიცავს სხვადასხვა ბიოაქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ფლავონოიდებს, პროანტოციანიდინებს და სხვა პოლიფენოლურ ნაერთებს.
ფლავონოიდები და პროანტოციანიდინები კუნელის მნიშვნელოვანი ბიოაქტიური კომპონენტებია, რომლებიც დაკავშირებულია მის ანტიოქსიდანტურ თვისებებთან და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მხარდაჭერასთან.
კუნელის ფოთლისა და ყვავილის პრეპარატები ტრადიციულად გამოიყენება გულის ფრიალის (პალპიტაციის) დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩივილები დაკავშირებულია ნერვიულობასთან და სერიოზული გულის დაავადება ექიმის მიერ გამორიცხულია.
პროდუქტი განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციის, გულის მუშაობისა და სისხლის ნორმალური მიმოქცევის მხარდასაჭერად. ასევე ხელს უწყობს ნორმის ფარგლებში არსებული არტერიული წნევის შენარჩუნებას.
აქტიური შემადგენლობა:
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს:
კუნელის (Hawthorn) ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი — 600 მგ
სტანდარტიზებული მინიმუმ 1.8% Vitexin-2″-O-rhamnoside-ზე.
Vitexin-2″-O-rhamnoside (ვიტექსინ-2″-O-რამნოზიდი) არის კუნელში ბუნებრივად არსებული ფლავონოიდური ნაერთი. ამ ნაერთზე სტანდარტიზაცია ნიშნავს, რომ ექსტრაქტში მისი შემცველობა განსაზღვრულია მინიმუმ 1.8%-ის დონეზე.
ამრიგად, 600 მგ ექსტრაქტში Vitexin-2″-O-rhamnoside-ის მინიმალური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10.8 მგ-ს.
სტანდარტიზებული ექსტრაქტის უპირატესობა
სტანდარტიზებული ექსტრაქტის უპირატესობა ის არის, რომ აქტიური მცენარეული ნაერთის შემცველობა კონტროლირებადი და განსაზღვრულია, რაც უზრუნველყოფს ექსტრაქტის შემადგენლობის უფრო თანმიმდევრულობას.
რატომ ფოთოლი და ყვავილი?
კუნელის ფოთოლი და ყვავილი შეიცავს ფლავონოიდებსა და პროანტოციანიდინებს, რომლებიც კუნელის ფიტოქიმიური პროფილის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. სწორედ ამიტომ ფოთლისა და ყვავილის პრეპარატები გამოიყენება და შესწავლილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მხარდასაჭერად.
ამ ფორმულის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ იგი შეიცავს არა უბრალოდ კუნელის მცენარეულ ფხვნილს, არამედ 600 მგ კუნელის ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტს, რომელიც დამატებით სტანდარტიზებულია მინიმუმ 1.8% Vitexin-2″-O-rhamnoside-ზე.
პროდუქტის მახასიათებლები:
Vegan • Non-GMO • Kosher • Gluten Free
ვეგეტარიანული კაფსულა დამზადებულია ჰიპრომელოზისგან.
დამხმარე ინგრედიენტები
ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი და მცენარეული წარმოშობის სტეარინის მჟავა.