Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Post Type Selectors

გულა სოკო

1000 mg — 120 კაფსულა

👉 ფასი 125 ლარი

ბრენდი - ამერიკული კომპანია  Real Mushrooms

გულა სოკო


Real Mushrooms — Lion’s Mane / გულა სოკო

(Hericium erinaceus) — სოკოს ექსტრაქტი ტვინისა და ნერვული სისტემის მხარდაჭერისთვის.


შემადგენლობა (2 კაფსულაში):


ორგანული Lion’s Mane (გულა სოკო / Hericium erinaceus) ექსტრაქტი — 1000 მგ

ბეტა-(1,3)(1,6)-გლუკანები — 300 მგ

ვეგანური კაფსულა (Hypromellose)


რა არის გულა სოკო?


Hericium erinaceus, ცნობილი როგორც Lion’s Mane, არის საკვები და სამკურნალო სოკო, რომელსაც ტრადიციულად იყენებდნენ აზიურ მედიცინაში ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

სოკო შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს — ბეტა-გლუკანებს, ჰერიცენონებსა და ერინაცინებს, რომლებიც დაკავშირებულია ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციების მხარდაჭერასთან.

ერინაცინი და ჰერიცენონი — გულა სოკოს აქტიური ნივთიერებები, აუმჯობესებენ მიელინის გამოყოფას და ნეიროგენეზს (ახალი ნეირონული კავშირების ფორმირება)


პროდუქტის მთავარი თვისებები: 


ხელს უწყობს მეხსიერებისა და კონცენტრაციის მხარდაჭერას.

ეხმარება გონებრივ ენერგიასა და პროდუქტიულობას.

მხარს უჭერს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას.

შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ბეტა-გლუკანებს (30%)

დამზადებულია სოკოს ნაყოფიერი სხეულისგან (Fruiting Body).

არ შეიცავს მიცელიუმს და მარცვლეულს.

ორგანული და ვეგანური ფორმულა


ტრადიციული გამოყენება და კვლევები:


გულა სოკო ტრადიციულად გამოიყენება

კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად,

კუჭის ლორწოვანის დაცვისთვის,

ნერვული სისტემის გასაძლიერებლად,

გონებრივი დაღლილობის დროს,

კვლევებში შეისწავლება მისი პოტენციური

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება,

ნეიროპროტექტორული ეფექტი,

კუჭის ლორწოვანის მხარდაჭერა,

ბიოაქტიური ნაერთების შესაძლო როლი

 ზოგიერთი სიმსივნური პროცესის კვლევებში.

რა გამოარჩევს აღნიშნულ გულა სოკოს სხვა მსგავსი დასახელების პროდუქციისგან ? 

Real Mushrooms ითვლება ერთ-ერთ მაღალი ხარისხის ბრენდად სამკურნალო სოკოების მიმართულებით რადგან

ზუსტად უთითებს ბეტა-გლუკანების რაოდენობას,

იყენებს რეალურ სოკოს და არა მიცელიუმს,

ატარებს აქტიური ნივთიერებების ლაბორატორიულ ტესტირებას,

პროდუქტი სტანდარტიზებულია აქტიურ ნაერთებზე.


შესაძლო გვერდითი მოვლენები:


ზოგადად კარგად გადაიტანება, თუმცა იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს

კუჭის მსუბუქი დისკომფორტი,

შებერილობა,

ალერგიული რეაქცია სოკოებზე

 მგრძნობიარე ადამიანებში.

 პროდუქტი არ წარმოადგენს მედიკამენტს .

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოკლე შეფასება:


აღნიშნული წარმოების Lion’s Mane ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქციაა რადგან:

შეიცავს 30% ბეტა-გლუკანებს,

არ შეიცავს მიცელიუმს,

იყენებს ნაყოფიერ სხეულს (fruiting body).

გამოირჩევა გამჭვირვალე შემადგენლობითა და მომხმარებლების მაღალი შეფასებებით.

მიღების წესი

მოზრდილებისთვის: მიიღება 2 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად .

გაფრთხილება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ან თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან .

©︎ ამერიკული მწვანე აფთიაქი