Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Post Type Selectors

პაპაია გოლდი

72 mg — 60 აბი

👉 ფასი 65 ლარი

ბრენდი - ამერიკული კომპანია  Enzymedica

პაპაია გოლდი


– საჭმლის მონელების ფერმენტული კომპლექსი დამატებითი ანტიპარაზიტული მხარდაჭერით.

Enzymedica-ს Papaya Gold არის ბუნებრივ პაპაიასა და მრავალფერმენტულ კომპლექსზე დაფუძნებული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, შებერილობისა და სიმძიმის შესამცირებლად და საკვების უკეთ ათვისების ხელშესაწყობად. 

პროდუქტი შეიცავს პაპაინს, ბრომელაინს, პროტეაზას, ამილაზას, ცელულაზასა და ლიპაზას, რაც ხელს უწყობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ბოჭკოს დაშლას.


შემადგენლობა (1 საღეჭი ტაბლეტი)


ორგანული პაპაიას ფხვნილი – 50 მგ

Papaya Gold Enzyme Blend – 20 მგ, რომელიც შეიცავს:

პაპაინს (Papain)

ბრომელაინს (Bromelain)

პროტეაზას (Protease)

ამილაზას (Amylase)

ცელულაზას (Cellulase)

ლიპაზას (Lipase)

ორგანული იონჯის (Alfalfa) ფხვნილი – 2 მგ


მოქმედება და სარგებელი:


აუმჯობესებს საჭმლის მონელებას ჭამის წინ და შემდეგ.

ამცირებს შებერილობას, სიმძიმეს და გაზების წარმოქმნას.

ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

სასარგებლოა ცხიმიანი, ცილოვანი და რთული საკვების მიღების შემდეგ.

აქვს სასიამოვნო პაპაია-პიტნის გემო.

ვეგანური, გლუტენისა და რძის პროდუქტების გარეშე.


ანტიპარაზიტული მხარდაჭერა


პაპაიას თესლი და ფერმენტი პაპაინი ტრადიციულად გამოიყენება ნაწლავური პარაზიტების წინააღმდეგ დამხმარე საშუალებად. ზოგიერთი კლინიკური დაკვირვება და ექიმის პრაქტიკული გამოცდილება მიუთითებს, რომ პაპაინი ხელს უწყობს პარაზიტების გარე ცილოვანი გარსის დაშლას და ნაწლავის გარემოს გაუმჯობესებას.

Papaya Gold არ წარმოადგენს სპეციფიკურ ანტიპარაზიტულ მედიკამენტს, თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამატებითი ბუნებრივი მხარდაჭერა პარაზიტების საწინააღმდეგო პროგრამების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა საჭმლის მონელებისა და ნაწლავის ფუნქციის გაუმჯობესება.


ფორმა: საღეჭი ტაბლეტები


შეფუთვა: 60 ტაბლეტი

გემო: პაპაია და პიტნა


გამოყენების ჩვენებები:


საჭმლის მონელების დარღვევა,

შებერილობა და გაზები.

სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ.

ფერმენტების დეფიციტი.

ნაწლავური დისბალანსი.

პარაზიტების საწინააღმდეგო დამხმარე პროგრამა.


შენახვის პირობები:


შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად.

მიღების წესი

მოზრდილებისთვის 1–3 საღეჭი ტაბლეტი ჭამის შემდეგ ან საჭიროებისამებრ . მძიმე საკვების ან მონელების გაძნელების შემთხვევაში შესაძლებელია 2–3 ტაბლეტის მიღება ერთჯერადად. ანტიპარაზიტული მხარდაჭერის მიზნით 2 ტაბლეტი დღეში 2–ჯერ, ჭამის შემდეგ, 2–4 კვირის განმავლობაში. შესაძლებელია გამოყენება სხვა ბუნებრივ ან სამკურნალო ანტიპარაზიტულ საშუალებებთან ერთად ექიმის რეკომენდაციით. ბავშვებისთვის 3 წლის ზემოთ ასაკში – 1 ტაბლეტი დღეში 1–2-ჯერ, ექიმის ან პედიატრის რეკომენდაციით.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია პაპაიაზე, ანანასზე ან რომელიმე ფერმენტულ კომპონენტზე. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. კუჭის წყლულის დროს გამოიყენეთ სიფრთხილით . შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან კვებას.

©︎ ამერიკული მწვანე აფთიაქი