ბრენდი - ამერიკული კომპანია NOW FOODS
პრობიოტიკური საფუარი
📌 აღწერა:
Saccharomyces boulardii წარმოადგენს ცოცხალ, არაპათოგენურ პრობიოტიკურ საფუარს (yeast probiotic), რომელიც გამოიყენება ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსის ნორმალიზაციისთვის. იგი ავლენს ანტაგონისტურ მოქმედებას პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ და ხელს უწყობს ნაწლავის ეკოსისტემის სტაბილურობას.
განსხვავებით ბაქტერიული პრობიოტიკებისგან, მდგრადია ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ.
🎯 ჩვენებები:
ანტიბიოტიკით ასოცირებული დიარეა,
ინფექციური დიარეა (ვირუსული ან ბაქტერიული გენეზი),
მოგზაურის დიარეა,
ნაწლავის დისბიოზი,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), განსაკუთრებით დიარეით მიმდინარე ფორმა.
(IBS-D) – დამხმარე თერაპიაში.
Helicobacter pylori ინფექციის კომპლექსური მკურნალობა.
⚙️ მოქმედების მექანიზმი:
თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების ზრდას და მათ ტოქსინებს.
ამცირებს ნაწლავის სეკრეტორულ დიარეას.
იცავს ნაწლავის ლორწოვან გარსს (ციტოპროტექციული მოქმედება).
ხელს უწყობს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას.
ახდენს ადგილობრივ იმუნომოდულაციურ მოქმედებას ნაწლავის დონეზე.
➕ დამატებითი ეფექტები:
ამცირებს შებერილობას და მეტეორიზმს,
აუმჯობესებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას,
შესაძლოა შეამსუბუქოს IBS-ის სიმპტომები (მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, დიარეა).
კურსის ხანგრძლივობა:
მწვავე დიარეა – 5–10 დღე.
დისბიოზი – 2–4 კვირა.
ნაწლავის მიკროფლორის მხარდამჭერი სრული კურსი – 30 დღემდე (შეფუთვის სრული გამოყენებისთვის).
✔ შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთდროული გამოყენება
მიღების წესი
მოზრდილები: 1–2 კაფსულა დღეში. მიღება: ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება
ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ მძიმე, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები . სიფრთხილით: ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტები – არ არის რეკომენდებული

